ვიქტორ ნავორსკი არის ადამიანი ქვეყნის გარეშე; თვითფრინავის აფრენისთანავე მის სამშობლოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქაოსი დაიწყო, ახლა კი იგი დგას კენედის აეროპორტში ხელში პასპორტით რომელსაც არ ცნობენ. სანამ იგი გამოკეტილია სატრანზიტო ტერიტორიაზე, ავტორიტეტული პირები ცდილობენ გადაწყვიტონ რა მოუხერხონ მას, ვიქტორი იწყებს იქვე ცხოვრებას და რომანს წამოიწყებს ულამაზეს ბორტ-გამცილებელთან.